გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს რასაც იღებენ, იმის შედეგია, რომ მოუნანიებელი ცოდვები არ ასვენებთ

გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს რასაც იღებენ, იმის შედეგია, რომ მოუნანიებელი ცოდვები არ ასვენებთ

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით დაბარებას გამოეხმაურა.

„არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებენ [„ნაციონალური მოძრაობა“], იმის შედეგია, რომ მოუნანიებელი ცოდვები აქვთ. მოუნანიებელი ცოდვა არ ასვენებს არც პოლიტიკურ ძალას, მათ შორის. ის, რომ დაიბარეს შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციაზე, ეს რეგლამენტის შესაბამისობაშია. პროცედურების შესაბამისად, მოვა მინისტრი და გასცემს იმ პასუხებს, რაც უკვე გაცემულია და დარწმუნებული ვარ, ამის მერეც ძალიან ბევრჯერ იქნება ბრიფინგები, თუ კომენტარები და ახალს ვერაფერს გამოიგონებს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.