ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივის, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაიბარონ, საჭიროებას ვერ ხედავს.
„მგონია, რომ მათ შორის, ინტერპელაციის საგანი რაც არის და რა კითხვებიც არის წამოჭრილი, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად სხვა მეთოდებითაც შეიძლება ამ საკითხებზე ინფორმაციების მოძიება და აქამდე გავრცელებული ინფორმაციაც სრულ პასუხებს იძლევა. თუ ვინმეს მაინც რჩება კითხვები, ეს მათი უფლებაა და წამოყენებული აქვთ ასეთი კითხვები. არ მგონია, რომ მეტი სიცხადისთვის საჭირო იყოს ინტერპელაციის გამოყენება“, - განაცხადა სარჯველაძემ.