ირინა ვერეშუკი: უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის

ირინა ვერეშუკი: უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის

უკრაინა ხანგრძლივი ომისთვის უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.

„ამ ომში გამარჯვებისკენ გზა გრძელი და ძნელი იქნება. 2-3 კვირაში, წლის ბოლომდე თუ მომავალ გაზაფხულამდე გამარჯვებაზე საუბარი არასწორია. უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის, მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, 12- რაუნდიანი ბრძოლისთვის და არა 3-რაუნდიანისთვის,“- აღნიშნა ვერეშუკმა.