დავით არახამია ნატოს წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობაზე საუბარი ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას

დავით არახამია ნატოს წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობაზე საუბარი ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას

უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე სპეკულაციები რუსეთს შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს.

მანამდე ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.

"რაღაცის სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობაზე საუბარი მხოლოდ აგრესიას უწყობს ხელს. პრინციპში ამას უკვე მოსკოვის პირველი რეაქციებიდან ვხედავთ.

მათ მოსწონთ ეს იდეა, რადგან ის აკანონებს დაპყრობით ომებს და ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს. ეს იწვევს დემოკრატიის დამარცხებასა და ტოტალიტარული რეჟიმების ტრიუმფს.

ტერიტორიების დათმობა არ ნიშნავს ომის დასრულებას. ის ახალი კონფლიქტების გარანტიას იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", - აღნიშნა არახამიამ.