ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მმართველ გუნდში მისი გადაყენების შესახებ საუბარი არ ყოფილა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მმართველ გუნდში მისი გადაყენების შესახებ საუბარი არ ყოფილა

რა თქმა უნდა, არ ყოფილა საუბარი [ჩემი გადადგომის შესახებ], - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა, რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს შეუძლია.

„ჩემი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი. დაახლოებით 9 წელია თანამდებობაზე ვარ. უსაფრთხოების სამსახურში რომ დავბრუნდი, ასჯერ მაინც ვარ გადაყენებული ოპოზიციის [განცხადებებით]. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი [ისე იქნება]“, - განაცხადა გომელაურმა.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ შს მინისტრის გადაყენების საკითხი პარტიაში არ განიხილება.