ციფრულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა მარტივად გამოსაყენებელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს, თუ რაში იხარჯება მისი თანხა. ასევე აუცილებელია, მომხმარებელი ენდობოდეს პლატფორმას და მშვიდად იყოს, ვინაიდან იცის, რომ მისი პირადი მონაცემები სანდო ხელშია. თიბისი ფეის ყველა მომხმარებელს ნებისმიერი ტრანზაქციის უსაფრთხოობის სრული გარანტია აქვს.
თიბისი ფეი უკვე რამდენიმე წელია გვთავაზობს, გადავიხადოთ ყველა ტიპის გადასახადი ერთ სივრცეში. 1,000-ზე მეტი სერვისი ერთ პლატფორმაზეა თავმოყრილი და საშუალებას გვაძლევს, პლატფორმაზე ერთი შესვლით მოვაგვაროთ ყველა ფინანსური გამოწვევა.
გაძლიერებული უსაფრთხოება
ციფრული გადახდებისთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია იყოს მაქსიმალურად დაცული და მომხმარებელიც დაზღვეული იყოს კიბერთავდასხმისგან. ახლა მოგიყვებით, თუ როგორ უფრთხილდება თიბისი ფეი მომხმარებელთა ინფორმაციას:
- დაშიფვრა და ტოკენიზაცია
თიბისი ფეიზე ატვირთული ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაცია დაშიფრულია ისე, რომ ვერცერთი მესამე მხარე მათ წაკითხვას ვერ შეძლებს.
- ბიომეტრიული ავტორიზაცია
თიბისი ფეის მობილური აპლიკაციას აქვს ბიომეტრიული ავტორიზაციების ფუნქციონალიც, მაგალითად, თითის ანაბეჭდი ან სახის ამომცნობი სისტემა. ეს გაზღვევთ იმისგან, რომ თქვენი ანგარიში უცხო პირმა გამოიყენოს.
- რამდენიმენაბიჯიანი ავტორიზაცია
MFA ანუ Multi-Factor Authentication არის ავტორიზაციის რამდენიმენაბიჯიანი სისტემა, რომელიც გამორიცხავს მესამე მხარის ჩარევას - მაგალითად, ასეთ დროს მომხმარებელს შეჰყავს არამარტო პაროლი, არამედ ტელეფონზე ან ელფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდიც.
- უსაფრთხო ქსელური ინფრასტრუქტურა
თიბისი ფეი იყენებს უმაღლესი სტანდარტის ქსელურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მომხმარებელს იცავს ნებისმიერი ტიპის საფრთხისგან.
როგორც ხედავთ, თიბისი ფეისთვის მომხმარებლის დაცულობა და უსაფრთხოება განსაკუთრებული პრიორიტეტია. თუკი აქამდე არ იცოდით, დღეიდან მშვიდად იყავით, იმიტომ რომ თქვენი ნებისმიერი ტრანზაქცია კარგ ხელშია.