შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება -

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება - "ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს"

შო­ვის ტრა­გე­დი­ის დროს გარ­დაც­ვლილ სოფო ბა­კუ­რა­ძის 4 წლის ლუ­სის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ფონ­დი და­ეხ­მა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, იკოს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნინო კვა­რა­ცხე­ლია წერს:

"აგერ ნი­კოს და­ბა­დე­ბის დღეც დგე­ბა, მის გა­რე­შე მე­ო­რედ აღ­ვნიშ­ნავთ ამ დღეს ბრჭყვი­ა­ლა სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭის უსი­ცო­ცხლო და­ბა­დე­ბის დღეს! არა­ფე­რი დარ­ჩე­ნია ოჯახს და ჩვენ, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს მისი სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თოთ ის, რა­საც იგი აკე­თებ­და და გეგ­მავ­და, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ნი­კოს ფონ­დი ეხ­მა­რე­ბა ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ის, მა­მე­ბის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვებს.

გახ­დი გმი­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ახ­დენს სამი ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, და­წე­სე­ბუ­ლია ნი­კოს სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო. ახლა შო­ვის ტრა­გე­დი­ით უდე­დოდ დარ­ჩე­ნილ ლუ­სის და­ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა არც ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კუ­თხით უნ­დათ გან­ვი­თა­რე­ბა, არ იქ­ნე­ბი­ან უყუ­რა­დღე­ბოდ, მათ­თვის Hack Days Georgia 2023 გა­ი­მარ­თე­ბა. ეს არას­რუ­ლი სიაა იმი­სა, რა­საც ნიკო აკე­თებს, გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის, დღეს ჩემო ბიჭო, სა­დაც ხარ!" - წერს ზამ­ბა­ხი­ძე.

ცნო­ბის­თვის, შო­ვის სტი­ი­ქი­ის შემ­დეგ 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, სოფო ბა­კუ­რა­ძეს ეძე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის შოვ­ში კო­ტე­ჯებ­ში მუ­შა­ობ­და და მე­წყრის დრო­საც სწო­რედ იქ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ლუსი, ხში­რად მიჰ­ყავთ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, იქ­ნებ დედა უფრო იშ­ვი­ა­თად მო­ი­კი­თხოს. სოფო ბა­კუ­რა­ძე 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, სო­ფელ გლო­ლა­დან, ის შოვ­ში, კო­ტე­ჯებ­ში მუ­შა­ობ­და და ლუ­სის ბო­ლოს, 3 აგ­ვის­ტოს, ჩა­ხუ­ტე­ბით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა. სო­ფოს მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

ლუ­სი­ზე ზრუნ­ვის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ჰქონ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბის ამა­რა დარ­ჩე­ნილს კი, ახლა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ვი­ცით შე­უძ­ლე­ბე­ლია დე­დის მო­ნატ­რე­ბას ვუშ­ვე­ლოთ რამე, ვერც დე­დის მო­ფე­რე­ბას შე­ედ­რე­ბა ჩვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა, მაგ­რამ რაც სო­ფოს შეგ­ვიძ­ლია გა­ვუ­კე­თოთ ახლა, ლუ­სი­ზე ზრუნ­ვაა" - წე­რენ გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.