რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს სომეხთა კათალიკოსმა მიუსამძიმრა

რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს სომეხთა კათალიკოსმა მიუსამძიმრა

რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ მიუსამძიმრა.

სომეხთა კათალიკოსი სამძიმრის წერილში დიდ მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და აღნიშნავს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია უსამძიმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს და ლოცულობს, რათა ღმერთმა ნუგეში და შვება მისცეს დაღუპულთა ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.