სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყებისკენ. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოწოდებები ჩაახშოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„წინ რთული პოლიტიკური სეზონი გველოდება. ყველა ფრონტზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს შემოდგომა მძიმე იქნება. წინ გველის არაერთი საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას სჭირდება რაოდენობრივი და ხარისხობრივი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოდან, და არა მხოლოდ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ვხედავთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ისმის ხმები, რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ამას ამბობენ არა საჯარო პირები, თუმცა ეს მოწოდებები მაინც სულ უფრო ხმამაღლა ისმის. საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ხმები ჩავახშოთ“, - აცხადებს კულება.