სომხეთი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის გამწვავების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს

სომხეთი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის გამწვავების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს

სომხეთი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის გამწვავების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

„11 აგვისტოს მივმართეთ გაეროს უშიშროების საბჭოს და მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მთიან ყარაბაღში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის სრული ბლოკადის შედეგად ჰუმანიტარული სიტუაციის გამწვავების გამო“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ერევანმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გადაწყვიტა, თუმცა 19 სატვირთო მანქანა, რომელსაც საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდა, სოფელ კორნიძორში, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან, გაჩერებული რჩება.