აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ ჰანტერ ბაიდენის გამოძიებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული გარემოებების გამო, მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ გამოძიებას სპეციალური პროკურორი ჩაატარებს.
„სამშაბათს, ბატონმა ვაისმა მირჩია, რომ მისი გამოძიება მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც მან უნდა გააგრძელოს მუშაობა სპეციალური პროკურორის სტატუსით. მან მოითხოვა ამ სტატუსით დანიშვნა“, - თქვა გარლანდმა პრესკონფერენციაზე.
„მისი თხოვნის გათვალისწინებით, ისევე, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, მე დავასკვენი, რომ მისი სპეციალურ პროკურორად დანიშვნა საზოგადოებრივ ინტერესებში შედის“, - აღნიშნა გარლანდმა.