შინდისის გმირის ალეკო ონიანის და ელენე ონიანი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისი ძმა გმირულად დაიღუპა.
„ბედნიერი ვარ, რომ დამიფასდა მისი გმირობა, მისი სამშობლოს წინაშე ვალი და ასე გადაუხადა სახელმწიფომ [მადლობა], რომ მას მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. შეძახილები იყო, რომ ტყვედ ჩაჰბარებოდა, ხელს არ ახლებდნენ. არც მე ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლულს ჩაგაბარებთო. დაელოდა მტრის მოახლოებას, ჩაიხუტა თავისი ნათლული და თავი აიფეთქა“, - იხსენებს ელენე ონიანი.
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.