ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, რაჭას, მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, რაჭას, მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში. მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს, განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, რომელიც მთელი ეს პერიოდი დღე და ღამე იმყოფება სტიქიის ზონაში და წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს 210 ადამიანი“, - აცხადებს პაპუაშვილი.