შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.