ონის კლინიკის ექიმი: პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. გამოასწრეს

ონის კლინიკის ექიმი: პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. გამოასწრეს

ნიკა გურგენიძე, რომელიც ონის კლინიკაში ქირურგად მუშაობს, სტიქიის დღეს „ქრონიკასთან“ იხსენებს.

„რასაც ჰყვებოდნენ, იმხელა მასა წამოვიდა იქ, რომ ძალიან ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის. პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. გამოასწრეს მაგათ. სტრესი დიდია, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა გაიზარდა. უფრო მეტად გაცნობიერდა ის, რომ ადამიანი ადამიანის გვერდში დგომით არის ძლიერი“, - აცხადებს ექიმი.