2022 წელს, გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი, ანა ლორია, შოვის ტრაგედიისას ვერტმფრენების თემაზე არსებულ სპეკულაციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ავიაცია სპეციფიკური სფეროა და საზოგადოებისთვის ძნელია დეტლების აღქმა.
დაღუპული მფრინავის შვილი, ყურადღებას ამახვილებს ღამის ფრენებზე, და აცხადებს, რომ ფრენების ღამით შესრულება ორი ეკიპაჟის სიცოცხლეს შეიწირავდა. გარდა ამისა, ლორიას თქმით, რომ არა Mi8, ამ რაოდენობის ცოცხალი ადამიანის გადმოყვანა ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან სამაშველო ვერტმფრენებში მხოლოდ ოთხი ადგილია.
“ბოლო დღეებია ინსტაგრამზე ვაზიარებ ინფორმაციებს და მთხოვეს აქაც დამედო. ა, ბატონო... ერთადერთი მიზანი ამ ყველაფრის არის დაგანახოთ ის მხარე, რომელიც არ ჩანს.
მთელი ცხოვრება ვიგებდი, რომ ავიაცია სპეციფიკური სფეროა და საზოგადოებისთვის ძნელია დეტლების აღქმა.
არ ვეხები სხვა სტრუქტირების გაუმართაობას, პრევენციის და მონიტორინგის მანკიერებებს, სადაც რეალურად შეიძლება ბრალეულობის ძიება. ვერტმფრენების რაოდენობის აუცილებლობას (რომელზეც ასევე ნახავთ ინფორმაციას სქრინებში) მოგყვებით და მანდ ვარ მეც! უბრალოდ არ ვსაუბრობ ამ წუთას ამაზე.
ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც ყოველი მსგავსი შემთხვევის დროს პირველი სამიზნეები ხდებიან და რომელთა სფეროც უბრალოდ არ გვესმის.
ღამის ფრენები რომ განხორციელებულიყო მეტი ადამიანი გადარჩებოდაო.
არა! ღამის ფრენები რომ განხორციელებულიყო კიდევ ორ ეკიპაჟს შევრაცხავდით თავშეკლულ გმირებად.
30 სათადარიგო ვერტმფრენი რომ მდგარიყო ვერცერთი ვერ აფრინდებოდა იმ ღამით, ან მოხდებოდა ის, რაც მოხდა 29 ივლისს. არ გვინდა გაგება, მაგრამ ამ ადამიანებს სამსახურეობრივ მოვალეობას და სიცოცხლის უფლებას ნებისმიერ ქვეყანაში, ხაზგასმით ვამბობ ამინდი და ქარის დაბერვა უწყვეტთ. დღის ფრენების შესრულებაც ჭირდა, არათუ ღამის. ვისაც ცოტა რამ გაგეგებათ ამ ხეობაზე მიხვდებით.
ავადსახსენებელი Mi8 რომ არა, ამ რაოდენობის ცოცხალი ადამიანის გადმოყვანა რასაც კადრებში უყურებთ ვერ მოხერხდებოდა სამაშველო ვერტმფრენით, სადაც ოთხი ადგილია.
გამიხარდება თუ ერთი ადამიანის გონებამდე მაინც მივიტან სათქმელს, არ მაქვს მოლოდინი რომ ყველას შესაძლოა ჰქონდეს ამის მზაობა.” - წერს ანა ლორია.