პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე - 15 წელი აგვისტოს ომიდან. ფოტოგალერეა/ვიდეო

პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე - 15 წელი აგვისტოს ომიდან. ფოტოგალერეა/ვიდეო

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.