აბსოლუტურად ყველა ამოცანა, რაც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამ საათში ვერტმფრენი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და 210 ადამიანი იყო უვნებლად გამოყვანილი.
„რაც შეეხება ვერტმფრენს, სამი საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა. ერთი საათი უნდა ფრენას. შეტყობინების შემდეგ საჭიროა გადამოწმება, თუ რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ მოსამზადებელი პერიოდია ტექნიკისთვის, ეს მანქანა ხომ არ არის, რომ დაქოქო და წახვიდე. მას სჭირდება მომზადების პერიოდი და სულ რაღაც სამ საათში იყო ვერტმფრენი იქ. აბსოლუტურად ყველა ამოცანა, რაც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა. ვინც იყო იმ სტიქიას გადარჩენილი ადამიანი, ნაწილი პირველივე დღეს იყო გადმოყვანილი, მეორე ნაწილი უსაფრთხო ადგილზე იყო მიყვანილი, უზრუნველყოფილი ყველა საჭიროებით და დილით დაიწყო მეორე ეტაპი სამაშველო ოპერაციის. სტიქიას გადარჩენილი ყველა ადამიანი იქნა გამოყვანილი, 210 ადამიანი იყო უვნებლად გამოყვანილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.