ჯუანშერ ბურჭულაძე: ვინც შოვში ვიყავით შემზარავი კადრები ვნახეთ, - კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ეს არის დაუვიწყარი ტრაგედია

ჯუანშერ ბურჭულაძე: ვინც შოვში ვიყავით შემზარავი კადრები ვნახეთ, - კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ეს არის დაუვიწყარი ტრაგედია

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, შემზარავი კადრები ვნახეთ და ყველანი ვიყავით ამ მოვლენების გარშემო, მთელი საქართველოსთვის ეს არის დაუვიწყარი ტრაგედია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადა.

„ეს კატასტროფაა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. შემზარავი კადრები ვნახეთ და ყველანი ვიყავით იქ ამ მოვლენების გარშემო. მთელი საქართველოსთვის ეს არის დაუვიწყარი ტრაგედია. ვერტმფრენებზე გაგეცით პასუხი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა აქ, ვერტმფრენები მეტი გვეყოლებოდა თუ – არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტული ვერტმფრენის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. იღებენ შეკვეთას და იწყება დამზადება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.