ფოთში, ზღვაზე ორი მოზარდი დაიხრჩო

ფოთში, ზღვაზე ორი მოზარდი დაიხრჩო

შემთხვევა  ე.წ. "გრეიფრუტის მეურნეობის" სანაპიროზე მოხდა. 14 წლის მოზარდის ცხედარი უკვე იპოვეს, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი დღის მეორე ნახევარში საბანაოდ გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.