უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას, რომელიც თვითმფრინავებისა და რაკეტების აწყობაში გამოიყენება, ომის დროსაც აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-უკრაინა, ინდუსტრიულ წყაროებზე და მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიტანის მადნების მსოფლიო მარაგის 20% სწორედ უკრაინაშია კონცენტრირებული, მაგრამ ძირითადად, კონცენტრატი ქვეყნიდან უბრალოდ ექსპორტზე გადის. 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე, სახელმწიფო გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ, ტიტანის შემცველი საბადოდან 82,2 ათასი ტონა მოპოვებული მასალის ექსპორტი განახორციელა.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის შუამავლების მეშვეობით შევიდა.
თითონ გამალებული ვაჭრობენ რუსეთთან, ჩვენ კი თურმე არაფერი არ უნდა მივყიდოთ. ტიტანი არ არის სტრატეგიული ნედლეული და მეორადი მანქანები სტრატეგიულია? ალბათ ტანკებად გადააკეთებენ და იმიტომ!? ისე, მართალი იქნება, ვაშაძე იძახოდა ტანკები აღარ ჰყავთ რუსებსო.