პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი შოვის სტიქიის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, რომლის მთავარი სამიზნეები მმართველი პარტიის წარმომადგენლები გახდნენ.
„მთელი საქართველო გლოვობს და ძალიან ცუდია, თუ გლოვის დღეს კიდევ რჩება ვინმეს სურვილი, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები აკეთოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაჭაში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიისა და სამძებრო სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ყალბი ახალი ამბები. ამ ცრუ ინფორმაციის სამიზნეები არიან კონკრეტული პოლიტიკოსები და ის ადამიანები, რომლებსაც ტრაგედია პირადად შეეხოთ.