მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვიწევს სტიქიის შედეგებთან გამკლავება და ამავდროულად ჩვენ გვიწევს დეზინფორმაციის მავნე მოსალოდნელ შედეგებთან გამკლავება

მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვიწევს სტიქიის შედეგებთან გამკლავება და ამავდროულად ჩვენ გვიწევს დეზინფორმაციის მავნე მოსალოდნელ შედეგებთან გამკლავება

ჩვენ, გვიწევს სტიქიის შედეგებთან გამკლავება და ამავდროულად ჩვენ გვიწევს დეზინფორმაციის მავნე მოსალოდნელ შედეგებთან გამკლავება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მომავალში ყველა კითხვას დეტალურად გაეცემა პასუხი.

„კითხვებს მომავალში დეტალურად გაეცემა პასუხი, დასკვნის სახით, რამ გამოიწვია სტიქია, რა და როგორ იყო. შუალედური დასკვნა გვაქვს და საბოლოოდ დეტალური დასკვნაც იქნება. ვერტმფრენი რას შეძლებდა თუ რას არ შეძლებდა ღამის ხედვის კამერებით. შესაძლებელი იყო თუ არა ვერტმფრენებს ამ პირობებში, ამ სივრცეში შემოსულიყო ღამე. ნებისმიერი ვერტმფრენი, რაც არსებობს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ვიღაცამ არ იცის ის კოტეჯები როდის აშენდა, ვიღაც უჯერებს ადამიანს ნებართვა რატომ გაეცითო და უამრავი კითხვა, რაც ამ დღეების განმავლობაში დაგროვდა, რომელსაც მყისიერად პასუხი ეცემა , ჩვენ გვინდა გავატაროთ ხოლმე ეს კითხვები, რადგან საშინელი სპეკულაციაა ამ უბედურების ფონზე, მაგრამ მაინც ეცემა პასუხები და უფრო მყარი პასუხები გაეცემა მომავალში, ოღონდ ამ დღეებში ამაზე საუბრის დრო არ არის. ახლა არ არის ფეიკების კეთების დრო, ყველას მივმართავ, 15 წუთი რომ მივიდეს ადამიანთან და მოუსმინოს, შეიძლება გული გაუსკდეს ადამიანს და ამ დროს, მათ ასმენინებენ დღეში სამ-ოთხ სიცრუის კამპანიას. ჩვენ, ამ გმირებს გვიწევს სტიქიის შედეგებთან გამკლავება და ამავდროულად ჩვენ გვიწევს დეზინფორმაციის მავნე მოსალოდნელ შედეგებთან გამკლავება და ცდილობენ, რომ კამპანიური ხასიათი მისცენ კონკრეტულ მიმართულება, რაც მხოლოდ და მხოლოდ გამოიწვევს ხალხის აღშფოთებას და აღშფოთებული ადამიანები მერე გალანძღავენ ხელისუფლებას. ამ უბედურების დროს, ამავდროულად კადრულობენ რაღაცას. ნამდვილად არ მეგონა ამის მკადრებელი ადამიანები თუ იყვნენ, მაგრამ ხომ არიან საღი აზრის ვიღაცები, ოპოზიცია იქნება თუ ტელევიზიის წარმომადგენელი, იმათ ვთხოვ ყველას, რომ ცოტა ხანი გაჩერდნენ. ამ ემოციურ ფონზე ამის კეთება არ შეიძლება. ისე სულ ამას აკეთებენ, გასაგებია, მომავალშიც გააგრძელებენ და ჩვენც გავცემთ ხოლმე პასუხებს, მაგრამ დღეს ეს ამორალური. კიდევ ერთხელ დიდი გულის ტკივილით ვუსამძიმრებ ყველას. ახლა სასულიერო პირები პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას, ჩვენც ვუერთდებით ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.