მამუკა მდინარაძე: დიდი წუხილი მინდა გამოვთქვა იმ ადამიანის გარდაცვალების გამო, რომელიც აქ იყო, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა - პოლიციელი მირიან ჭელიძე. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო

მამუკა მდინარაძე: დიდი წუხილი მინდა გამოვთქვა იმ ადამიანის გარდაცვალების გამო, რომელიც აქ იყო, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა - პოლიციელი მირიან ჭელიძე. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო

ისინი არიან გმირები და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ რაჭაში ჟურნალისტებთან მაშველებზე საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მეხანძრე-მაშველებს ხელფასი ბოლოს 2020 წელს მოემატათ.

„ზუსტი რაოდენობა შეიძლება არ ვიცოდე, გულრფელად გეუბნებით, მაგრამ ის პროცენტული ზრდა, რომელიც საჯარო მოხელეებს შეეხო, ბუნებრივია, მათაც შეეხო. ამიტომ, ამ ტყუილსაც ნუ იტყვით, რომ 2020 წლის შემდეგ ხელფასები არ მოემატათ. ყველა საჯარო მოხელეს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაეზარდა ხელფასი. შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი და მცირე იყოს, მაგრამ ამ სახელფასო ზრდაში. არ გინდათ ასეთ თემებზე ყურადღების გადატანა, არ არის ახლა ამის დრო, მით უმეტეს ტყუილების თქმის დრო“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე პატივი მიაგო პოლიციელ მირიან ჭელიძის ხსოვნას, რომელიც დღეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას რაჭაში გარდაიცვალა.

„ძალიან სამწუხარო ამბავი გავრცელდა და დიდი წუხილი მინდა გამოვთქვა იმ ადამიანის გარდაცვალების გამო, რომელიც აქ იყო, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა - პოლიციელი მირიან ჭელიძე, რომელიც დაიღუპა, როგორც გვეუბნებიან წინასწარი მონაცემებით გულის შეტევით. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო“, - განაცხადა მდინარაძემ.