მამუკა მდინარაძე: გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცები ახერხებენ, დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. ყველას მოვუწოდებ, ამ ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება

მამუკა მდინარაძე: გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცები ახერხებენ, დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. ყველას მოვუწოდებ, ამ ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება

ყველას მოვუწოდებ, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არავის არაფერი დააბრალონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სტიქიის ზონაში, ჟურნალისტებს საზოგადოებაში გავრცელებულ „ფეიკ“ ამბებზე საუბრისას განუცხადა.

„გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ პოლიტიკოსზე. განსაკუთრებით, გუშინ და დღეს იყო, კახა კალაძეზე, ირაკლი კობახიძეზე, ჩვენზეც, ყველაზე და ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ, მორალი აძლევთ იმის საშუალებას, დასხდნენ და განცხადებები საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ, ისეთ განცხადებებს ავრცელებენ და აყალბებენ. ამით აბრაზებენ საზოგადოებას. სამწუხაროდ, შემდეგ ვიღაცები იჯერებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც კი, როგორც მეუბნებიან, გააზიარა, იმდენი გაზიარება ჰქონდა, ერთ-ერთ ასეთ ფეიკს. ეს სამწუხაროა. ამ დღეებში ამაზე ვსაუბრობდით. ხომ შეიძლება, ეს ადამიანები ცოტა ხნით გაჩერდნენ და უბრალოდ, გლოვის დღეს ასეთი უბედურების დღეებში ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის, პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იყვნენ დაკავებული. ყველას მოვუწოდებ, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არავის დააბრალონ არაფერი“, - განაცხადა მდინარაძემ.