თემურ გვალია: მთელი 

თემურ გვალია: მთელი  "ნაცმოძრაობა"  და  მასთან  შეხორცებული, მუწუკი  პარტიების  წევრები, ერთ  ხმაში  გაჰყვირიან, რომ  ომი  7  აგვისტოს  დაიწყოო - სააკაშვილი  თავად   აღნიშნავს, რომ  ომი  8 აგვისტოს  დაიწყო

მსახიობი თემურ გვალია, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებულებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარი და ტექნიკა საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა.

როგორც გვალია აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია ამ დოკუმენტის არსებობის მიუხედავად ამტკიცებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება აფერისტობაა და სწორედ ტყუილების გამო არ აქვს ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა.

“საბუთი  სადაც  სააკაშვილი  თავად   აღნიშნავს, რომ  ომი  8 აგვისტოს  დაიწყო..

მთელი  "ნაცმოძრაობა"  და  მასთან  შეხორცებული, მუწუკი  პარტიების  წევრები, ერთ  ხმაში  გაჰყვირიან, რომ  ომი  7  აგვისტოს  დაიწყოო..

ჯერ  მარტო  ამ  აფერისტობისთვის  ხართ  ქვეყნიდან  გასაყრელები.!

დაიწყო  ომი, დაიხოცა  ქართველი  მეომრები, ქვეყნის  ნაწილი, 20%   "დაუადა"  პუტინს  და  განაგრძო  არხეინი  ცხოვრება!

ასეთი  ტყუილების  გამო  ვერ  გიტანთ  ქვეყნის  მოსახლეობა!

ხოდა  კი  დადიხართ  მაგ  სიმართლით!” - წერს თემურ გვალია Facebook-ზე.

https://www.facebook.com/gvalski.temo/posts/9866791353363412