რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის

"ვატიკან ნიუსის" ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის.  პორტუგალიაში ვიზიტისას რომის პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.

პაპმა ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში "ილია მეორეს გვერდითაა".