შალვა პაპუაშვილი: მოსახლეობას მოვუწოდებ - რაიმე თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ყველა არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი

შალვა პაპუაშვილი: მოსახლეობას მოვუწოდებ - რაიმე თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ყველა არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი

მითხრეს, რომ სოქსელებში არის რაღაც საბანკო ანგარიშები გამოქვეყნებული, მოწოდებები თანხის შეგროვების შესახებ. მათ შორის, მეც ვნახე ერთი და იგივე ანგარიში ორ სხვადასხვა Facebook-გვერდზე. არ მინდა არავის გულწრფელობაში შევიტანო ეჭვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს არის დიდი რისკი თაღლითობის, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანებით ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან.

„ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ - რაიმე თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ყველა - იქნება ეს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები თუ ზოგადად ამ პროცესში ჩართული ადამიანები - არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი - წყლით, საკვებით, საცხოვრებლით და ამის [თანხის შეგროვების] არანაირი საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.