სტიქიის ზონაში ახლა რომ რაღაც უბნებზე გაჩნდა შესაძლებლობა, იქ ტექნიკამ, ადამიანმა იმუშაოს, ის პირველივე წუთებში შესაძლებელი არ იყო. არაფერი იკვეთება ისეთი, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება უფრო ადრეც გაკეთებულიყო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე საუბრისას განაცხადა.
„მე არ შემიძლია შემოთავაზების შესახებ ინფორმაცია უარვყო ან დავადასტურო. ეს ამ წუთას ჩემი საქმე არ არის. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუმცა ამ წუთას დანამდვილებით რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ რა საჭიროებაც არსებობს, ტექნიკის, ნებისმიერ რესურსის, იქ სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად რეალურად, საამისოდ ყველა რესურსი არსებობს. არ არის ის მდგომარეობა, რომ მაგალითად, რაღაც ტიპის აპარატურა აკლდეს ამ სამუშაოებს, ან რომელიმე ტიპის ტექნიკა, ან ფიზიკური ძალა პირველივე დღიდან.
ახლა რომ რაღაც უბნებზე გაჩნდა შესაძლებლობა, იქ ტექნიკამ, ადამიანმა იმუშაოს, ის პირველივე წუთებში შესაძლებელი არ იყო. არაფერი იკვეთება ისეთი, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება უფრო ადრე გაკეთებულიყო, ვიდრე რეალურად ეს კეთდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.