შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ორი ახალი გზა გაიჭრა, რათა დაკარგულთა საძიებო სამუშაოები უკეთესად წარიმართოს

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ორი ახალი გზა გაიჭრა, რათა დაკარგულთა საძიებო სამუშაოები უკეთესად წარიმართოს

შუადღით რაც იყო მონაცემები, არ შეცვლილა. 18 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათგან 12-ია იდენტიფიცირებული, თუმცა ახლაც გაემართნენ გარდაცვლილთა ახლობლები ქუთაისში, პროზექტურაში, ამოსაცნობად. ასევე, მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნის ოპერაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ერთი ხიდი მოეწყო და სტიქიის ზონაში დიდი რაოდენობით ტექნიკა მუშაობს. ამასთან, მაშველები და თავდაცვის ძალები მუშაობენ ინტენსიურად, რათა ყველა დაკარგული იპოვონ.

„რაც შეეხება თავად ინფრასტრუქტურას, ძებნის სამუშაოები რომ იყოს უფრო ეფექტიანი, ორი სრულიად ახალი გზა მოეწყო. მდინარე ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა ახალი გზა, ვინაიდან მარჯვენა სანაპიროზე არსებული გზა დაიტბორა. გაიჭრა 700 მეტრი ახალი გზა, რომელიც მივიდა ე.წ. კალციუმის წყლის წერტილამდე. იქაც მიდის ძებნა, ვინაიდან იქ, როგორც წესი, დამსვენებლებისა და ტურისტების შეკრების ადგილი იყო.

ასევე, კურორტის გარშემო ახალი გზა გაიჭრა. დაახლოებით, 1,2კმ. სიგრძის, რომელიც თავისთავად ტექნიკის გადაადგილებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. ასევე, ცოცხალი ძალისთვის, რომ ყველა მხრიდან იყოს მუშაობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.