შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
18 გარდაცვლილი, 12 იდენტიფიცირებული და 17 დაკარგული - ასეთია 6 აგვისტოს 11:50 საათის მონაცემებით შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგები.
სტიქიის ეპიცენტრია კოტეჯების ტერიტორია, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს. სამძებრო სამუშოები უწყვეტად გრძელდება. ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.