კახა კალაძე: სამწუხაროდ, შეუძლებელია დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება

კახა კალაძე: სამწუხაროდ, შეუძლებელია დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება

სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

„სტიქიისა და უბედურების აცილება, ნახავდით კადრებსაც, რომ სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაშიც რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა, უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“,- აღნიშნა კალაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, 17 ადამიანს კი ეძებენ.