თემურ მღებრიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მანქანაში აღმოაჩინეს ცხედრები, სიმართლეს არ შეესაბამება

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მანქანაში აღმოაჩინეს ცხედრები, სიმართლეს არ შეესაბამება

თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მანქანაში აღმოაჩინეს ცხედრები, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამ დროისთვის აღმოაჩინეს ორი მანქანა, მიმდინარეობს ამ მანქანების ამოღება მდინარის კალაპოტიდან, შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები, ერთ-ერთი მათგანის მფლობელები ცოცხლები არიან.

„მინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას თუ ვინმე ჩათვლის საჭიროდ, მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე „112“-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდება ყველანაირი ინფორმაციის გადამოწმება და შემდეგ დადასტურება ან უარყოფა“, - განუცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.