შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული. ოთხი მათგანი მაშველებმა დღეს იპოვეს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 21 ადამიანს ეძებენ.