შოვში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე გეოლოგიური დასკვნა საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„გეოლოგები მუშაობენ უკვე, მათ შორის, ვერტმფრენითაც შეფრინდნენ, ნახეს მყინვარი. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში, ეს არის მყინვართან დაკავშირებული პრობლემა. სხვათა შორის, ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 50ჰა სრულადაა დაფარული 3-დან 5 მეტრამდე მიწის მასით და არის უზარმაზარი მყინვარის ნატეხები, ლოდები ჩამოტანილი პირდაპირ შოვში. შუაგულ შოვში არის მყივარის ეს ლოდები! დასკვნები იქნება მალე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული, 24 ადამიანს კი ეძებენ.