ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი ხვალ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი ხვალ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ხვალ სოფელ გლოლის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში აღავლინება, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკორწმინდელი ეპარქია ავრცელებს.

„6 აგვისტოს, კვირას, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი სამღვდელოებასთან ერთად წირვას სოფელ გლოლის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში აღავლენს.

მსახურების შემდგომ აღესრულება შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, - აცხადებენ ეპარქიაში.