შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია.

„შესაძლოა, იყოს გვამებიც, ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალით მძიმე ტექნიკასთან ერთად. რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, როგორც ვიცი, ამ ეტაპზე 11-დან 6 ცხედარი ამოცნობილია. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები დანარჩენის ამოსაცნობად“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.