გამოკითხული ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების დაშვებას. აღნიშნულს ტელეკომპანია CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 55% აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესმა არ უნდა დაუშვას დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო 45% - მხარს უჭერს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.
გარდა ამისა, გამოკითხული ამერიკელების 51% ამბობს, რომ აშშ-მა უკვე გააკეთა საკმარისი უკრაინის დასახმარებლად, ხოლო 48% ამბობს, რომ მეტი უნდა გააკეთოს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 62% ფიქრობდა, რომ აშშ-ს მეტი უნდა გაეკეთებინა უკრაინისათვის.