ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება ეს არის სასარგებლო ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის.
მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან.
„ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება, ეს არის სასარგებლო ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. დრო და კონტექსტი, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას ზურგი აქცია ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ქვეყნის ანტიდასავლური პოლიტიკა იმაშიც გამოიხატება, რომ მას უკვე არ აქვს ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან, გარდა უნგრეთისა, რომელიც არ არის ასევე სოლიდარული უკრაინის მიმართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.