შალვა პაპუაშვილი: ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევა

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობების განახლება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა.

„ეს [საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა] გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის და ჩვენი საერთო მიღწევა. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას, ეს გახლდათ როგორც პარლამენტის მხრიდან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული რეზოლუციის ნაწილი, რომელიც ამ პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო და რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო როგორც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ისევე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი, სადაც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა ჩვენს ამოცანას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ამოცანა იქნა მიღწეული. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ახალი როლის გაძლიერებაზე, რომელიც გახლავთ როგორც შუა დერეფნის ნაწილისა საქართველოსი, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასევე ჩინეთს. როცა ვსაუბრობთ ტრანსპორტირებაზე სხვადასხვა საქონლისა, თუ ა.შ. რა თქმა უნდა, ჩინეთი არის ის ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავისთავად ერთ-ერთი, თუ არადა ყველაზე მთავარი მოთამაშე შუა დერეფნის გამოყენების და დატვირთვის საკითხში, გახლავთ ამ შეთანხმებით უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.