დავით დარჩიაშვილი: შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი

დავით დარჩიაშვილი: შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი

შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?“, - წერს დარჩიაშვილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

amo შენ წვერი კიდევ არ გაგიპარსავს
1 წლის უკან
sapiqrali დარჩიაშვილო შენ არ მოაწერე ხელი რეზოლუციას- ქართველებმა დაბომბეს მძინარე ცხინვალი კასეტური ბომბებითო? თუ მეშლება რამე?
1 წლის უკან
თომა შენ არ იყავი, ცხინვალის ავტონომიური ოლქის აღდგენას და კოდორისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევას რომ, დაუჭირე მხარი? ვინც მაშინ ხმა მიეცით პარლამენტში, ყველა ქვეყნის მოღალატები ხართ და ადრე თუ გვიან, ისტორია ამას გაფორმებს!. ბატონო დარჩიაშვილო.
1 წლის უკან