მეტი მკაფიოობა მართებს ხელისუფლებას, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე ლაპარაკობს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ლაპარაკია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეს განსაზღვრულია სახელმწიფო დოკუმენტებით, კონსტიტუციით და ამასთან დაკავშირებით მეტი მკაფიოობა მართებს ხელისუფლებას, როდესაც ლაპარაკობს სტრატეგიულ მოკავშირეობაზე“, - განაცხადა სამნიძემ.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.