ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სხდომის მონაწილეებმა 2014 წელს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის სათანადოდ აღნიშვნისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.