„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი პარტია „ნაცმოძრაობასთან“ დიალოგს აგრძელებს და „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს მიაწვდის.
„ახლა ჩვენ ვართ დიალოგის რეჟიმში და კვირის ბოლომდე, ვვარაუდობ, რომ გამოცხადდება ახალი „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ, რომელსაც ელოდება საზოგადოება. განვიხილავთ ბრძოლის სტრატეგიას, როგორ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ეს კოლაბორანტი რეჟიმი. ვისაც უნდა, შემოგვიერთდება - მთავარი არის ხალხი“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ დიალოგის რეჟიმში რჩებიან და „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს მიაწვდიან.