ახლოვდება არჩევნები და რა თქმა უნდა, აქტიურ ფორმაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს არ აწყობს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„ივანიშვილს უნდა, რომ არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდეს ქართულ ციხეში, თუმცა ვერ ხვდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა შემთხვევაში მისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რადგან მას კარგად ესმის, რომ თვითონ და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად საქართველოში გაკოტრებულია. ახლოვდება არჩევნები და რა თქმა უნდა, აქტიურ ფორმაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მას არ აწყობს. კარგად გვახსოვს 2012 წლის არჩევნები, ყველას მივეცით საშუალება მონაწილეობა მიეღო და პრაქტიკულად დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. თუ მათ არ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, თუ მათ ჰგონიათ და დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მათ მხარეზეა დღეს საზოგადოებრივი აზრი და ხალხიც, მაშინ რატომ ეშინიათ, გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი და დავინახავთ ერთი როგორი შედეგი დაუდგებათ 2024 წლის არჩევნებში, თუმცა ისედაც დაუდგებათ მაგათ ცუდი შედეგი, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ეგ შეიძლება იყოს მათთვის კატასტროფულად დაბალი“, განაცხადა კობა ნაყოფიამ.