პაატა მანჯგალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას დასჭირდება და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მარტო ვერ მოუგებს

პაატა მანჯგალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას დასჭირდება და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მარტო ვერ მოუგებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველას დასჭირდება და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ვერ მოუგებს ხელისუფლებას - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა ქართველი ადამიანი არ ელოდება ისე არაფერს, როგორ ცვლილებას, როგორც პოზიტიურ ცვლილებებს და მარტო ერთი პარტია ვერ გააკეთებს ამას და ნუ მოვახდენთ დემონიზებას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა თურმე არჩევნებამდე ყოფილა ცოდვა და არჩევნების შემდეგ გახდება მადლი. ასე პრიმიტიულად ნუ დავიყვანთ ამ პროცესს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას დასჭირდება, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ვერ მოუგებს ხელისუფლებას და ვერც სხვა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ მოუგებენ ხელისუფლებას. ამ რეალობიდან ამოვიდეთ და გამარჯვების ინტერესებიდან ამოვიდეთ. საქართველოს სჭირდება გამარჯვება“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.