როდესაც ჩემს წყაროებთან საქართველოზე ვსაუბრობ, ისინი ამბობენ, რომ საქართველომ უკრაინას უფრო მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი და უნდა შეხედოს უკრაინას, როგორც მაგალითს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„როდესაც ჩემს წყაროებთან საქართველოზე ვსაუბრობ, ისინი ორ რამეს ამბობენ. პირველი: მათ სურთ, რომ საქართველომ უფრო მკაფიოდ გამოხატოს უკრაინისადმი მხარდაჭერა. მეორე: საქართველომ უნდა შეხედოს უკრაინას, როგორც მაგალითს, რომ თუ უკრაინა ამ მიზანს მიაღწევს, ეს საქართველოს შემთხვევაშიც შესრულდება. საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი კვლავ ღიაა“, - აცხადებს იოზვიაკი.