საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეში პოლიტიკურ მოვიტებს ხედავს. ამის შესახებ ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილზე ასეთი გააფთრებული შეტევა მარტო „კრედიტ სუისიდან“ ხომ არ გვაქვს. ადამიანს თავისი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. ამას ემატება სხვადასხვა ფაქტი, იქ უკრაინის ელჩის გაწვევა, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა, ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა, რომ საომარ მოქმედებებში იყოს საქართველო ჩართული, დღესაც აქტუალურია. როგორც ირკვევა, არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ არ აღასრულოს „კრედიტ სუისმა“ სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა რაც იკითხება, არის ის სავალალო პოზიცია, რომლითაც ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იქნება საომარ პროცესებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეში შვეიცარიულ ბანკს Julius Baer, რომელსაც აქტივები უნდა დაებრუნებინა ბიზნესმენისთვის, დაბრკოლება შეექმნა.