უკრაინას ღრმად სწამს, რომ ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ნატოს წევრი გახდება, თუმცა დასავლეთში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ომი სწორედ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა ნეიტრალური გახდება და ნატოს არ შეუერთდება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ბრიუსელში უკრაინის სამომავლო პერსპექტივებზე ბევრს ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს და არც მგონია, რომ ოფიციალურად ამას დაადასტურებენ, მაგრამ ბანქოს უამრავი სვლიდან შესაძლოა ერთი გათამაშდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, შეთავაზებებს შორის კი იქნება ის, რომ უკრაინა გახდეს ნეიტრალური და ნატოს არ შეუერთდეს. არაერთხელ აღმინიშნავს ერთი ფაქტი: უკრაინას ღრმად სწამს, რომ ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ნატოს წევრი გახდება, თუმცა დასავლეთში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ომი სწორედ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა ნეიტრალური გახდება და ნატოს არ შეუერთდება. თუ ვითარება ამგვარად წარიმართა, ვფიქრობ, ეს არც თუ ისე შორეულ მომავალში იქნება“, - აცხადებს იოზვიაკი.