დავით არახამიამ დღეს არ დააყოვნა იმ განცხადების გაკეთება, რომელიც უნდა გაეკეთებინა მას მერე, რაც დაბინძურდებოდა სააკაშვილისგან ფარულად აღებული ნიმუშები, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„არახამიას განცხადებამ დამატებითი ეჭვი გააჩინა, რომ სწორედ ამისთვის იყო ის ნიმუშები დასაბინძურებლად წაღებული, რომ არახამიას შემდეგ ეს განცხადება გაეკეთებინა. იკვეთება გარკვეული სცენარი, საიდანაც პენიტენციური სისტემის მუშაკების პროფესიონალიზმის შემწეობით ამოვარდა ის ერთი ეპიზოდი, რომელიც ჩუმად უნდა განხორციელებულიყო. არახამიამაც დღეს არ დააყოვნა იმ განცხადების გაკეთება, რომელიც უნდა გაეკეთებინა მას მერე, რაც დაბინძურდებოდა ეს ნიმუშები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი არის საფრთხეების მოდელირება და საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ბინძური შემოტევების პირობებში ხელი ჩაიქნიოს ან მსუბუქად მიუდგეს ასეთ ვითარებას. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ ყველაფერს არახამიას ეს უტიფარი განცხადება“, - აცხადებს ვოლსკი.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.